კონფერენციის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში განათლების, პიროვნული განვითარების მიზნების ხელშეწყობა, მიღებული ცოდნის გამყარების, დამოუკიდებელი მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარების განვითარება, ახალგაზრდების ინტერესის გაძლიერება მეცნიერებების სხვადასხვა დარგის დასაუფლებლად, სამეცნიერო, საკვლევი ხასიათის ექსპერიმენტების, გამოგონებების, საინჟინრო მოდელებისა და ნიმუშების დამზადების ჩვევების განვითარება, შემოქმედებითობის, კვლევის, საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება.
ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა?
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერი საჯარო და კერძო სკოლის 12-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეს.
კონფერენციის მთავარი თემაა: ,,ციფრული ეპოქა და მისი გამოწვევები”
კონფერენციის სექციებია:
ნაშრომები მიიღება შემდეგი მიმართულებებით:
• ენათმეცნიერება და ლიტერატურა;
• მათემატიკა;
• ისტორია;
• გეოგრაფია;
• ქიმია;
• ბიოლოგია;
• ფიზიკა;
• პროგრამირება და თანამედროვე ტექნოლოგიები;
• ინჟინერია და არქიტექტურა;
• სამოქალაქო განათლება;
კონფერენციის თარიღები:
ნაშრომის მომზადებამდე, გთხოვთ, აუცილებლად გაეცნოთ ოფიციალურ დოკუმენტებს:
გთხოვთ გაეცნოთ დებულებას
დებულება
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +995 599 99 82 53