loaded youthpalace.ge

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

  • რა საბუთებია საჭირო სასახლის წრეებზე რეგისტრაციისთვის?

    ეროვნულ სასახლეში რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ რეჟიმში და საჭიროა შემდეგი  დოკუმენტაცია:

    1. არასრულწლოვანის შემთხვევაში - მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;

    2. სრულწლოვნის შემთხვევაში - მოსწავლის პირადობის მოწმობის ასლი;

    შეღავათებით მოსარგებლეთათვის, გარდა ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაციისა, საჭიროა დამატებით საბუთები:

    1. სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებისათვის - ახალი  ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ   მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. (70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით);

    2. მრავალშვილიანი ოჯახების შვილებისთვის აუცილებელია მრავალშვილიანობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა (ცნობას გასცემს იუსტიციის სახლის მომსახურების სააგენტო);

    3. შშმ პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან  შშმ-ის დამადასტურებელი ცნობა;

    4. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა შვილები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს.

  • რა ასაკის ბავშვებს იღებთ სასახლეში?

    სასახლეში არსებულ სერვისებზე მოსწავლეები მიიღებიან 6 წლის ასაკიდან. გამონაკლისის სახით, პედაგოგისა და ფსიქოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, ზოგიერთ წრეზე დასაშვებია სკოლამდელი (4-5 წლის) ასაკის მოსწავლის მიღება. 

  • მოუწევთ თუ არა ხელახალი რეგისტრაცია მოსწავლეებს, რომლებიც უკვე არიან სასახლის მოსწავლეები?

    მოსწავლეთა ონლაინ რეგისტრაცია სავალდებულოა ყოველ ახალ სასწავლო წელს.

     

  • როდის იწყება ონლაინ რეგისტრაცია ეროვნულ სასახლეში?

    ეროვნული სასახლეში სასწავლო მიმართულებებზე რეგისტრაცია 2023 წლის 18 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება.

    გაითვალისწინეთ, რომ სწავლება მიმდინარეობს როგორც ადგილზე დასწრებით, ასევე ონლაინი ფორმატში.

    ასევე გაითვალისწინეთ, რომ რიგ სერვისებზე, როგორიც არის ანსამბლი “მზიური”, მევიოლინეთა ანსამბლი „სიმი”, „ამერიკული კუთხე” და სხვა წრეები, რეგისტრაცია ხდება წინასწარი შერჩევის გზით.

    აღნიშნული შერჩევების, მოსმენებისა და გასაუბრებების თარიღებზე ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით ჩვენი სოც-გვერდების: facebook.com/nationalpalace.ge საშუალებით.

  • ეხებათ თუ არა შეღავათები გამორჩეულად ნიჭიერ მოსწავლეებს?

    განსაკუთრებული  ნიჭით გამორჩეული მოსწავლე, მიმართულების  ხელმძღვანელის  წარდგინების  შემთხვევაში,  თავისუფლდება  რეგისტრაციისა და ფასიან წრეებზე სწავლის საფასურისგან, რაზეც გადაწყვეტილებას  იღებს სასახლის დირექტორი.

    ყურადღება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, ა(ა)იპ “ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დახურულია დარბაზების/სივრცეების ნაწილი. შესაბამისად, რეაბილიტაციის ვადის პერიოდში, ფასიანი და შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა ჯგუფებში შეზღუდულია.

  • რა შეღავათებით სარგებლობენ შეზღუდული შესაძლებლობის პირები?

    შეზღუდული  შესაძლებლობის  პირები  თავისუფლდებიან  სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის ყოველთვიური გადასახადისაგან.

    ყურადღება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, ა(ა)იპ “ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დახურულია დარბაზების/სივრცეების ნაწილი. შესაბამისად, რეაბილიტაციის ვადის პერიოდში, ფასიანი და შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა ჯგუფებში შეზღუდულია.

  • რა შეღავათებით სარგებლობენ მოსწავლეები (სოციალურად დაუცველთა ოჯახის შვილები, მრავალშვილიანი ოჯახის შვილები და სხვ.)?

    საშეღავათო პირობებით სარგებლობენ 18 წლამდე მოზარდები და თავისუფლდებიან სარეგისტრაციო საფასურისა და ფასიანი წრის ყოველთვიური გადასახადისაგან:

    საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს არაუმეტეს 70 000-ს; მრავალშვილიანი ოჯახის შვილები; შშმ პირები; ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა შვილები (გამონაკლისს წარმოადგენს სააბიტურიენტო და ინდივიდუალური მოსამზადებელი კურსი).

    ყურადღება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, ა(ა)იპ “ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დახურულია დარბაზების/სივრცეების ნაწილი. შესაბამისად, რეაბილიტაციის ვადის პერიოდში, ფასიანი და შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა ჯგუფებში შეზღუდულია.

  • შესაძლებელია თუ არა სწავლის დაწყებამდე გავესაუბროთ პედაგოგს?

    1 სექტემბრიდან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:

    599 899 755;

    032 298 40 44;

    032 299 80 88.

    ორშაბათი-პარასკევი, 11:00-დან 18:00 საათამდე.

  • რომელ დღეებში ტარდება მეცადინეობები?

    მეცადინეობის დღეები არ არის სტანდარტული.

    დეტალურ ინფორმაცისათვის 1 სექტემბრიდან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:

    599 899 755;

    032 298 40 44;

    032 299 80 88.

    ორშაბათი-პარასკევი, 11:00-დან 18:00 საათამდე.

  • კვირაში რამდენჯერ ტარდება მეცადინეობები?

    მეცადინეობების რაოდენობა განისაზღვრება არაფორმალური სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე.

  • მაინტერესებს ინფორმაცია სასახლის უფასო და ფასიანი წრეების შესახებ

    სასახლეში მოქმედებს საგნობრივი და საშემსრულებლო მიმართულების უფასო და ფასიანი წრეები. უფასო და ფასიანი სერვისების სრულ ჩამონათვალს გაეცნობით ეროვნული სასახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:

    საგანმანათლებლო სერვისების 

     

  • შესაძლებელია თუ არა ეროვნულ სასახლეში ადგილზე მოსვლით რეგისტრაციის გავლა?

    იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ ონლაინ რეგისტრაციის საშუალება შეგიძლიათ მობრძანდეთ ადგილზე:

    ადგილზე მოსვლის შემთხვევაში, ეროვნული სასხლის რეგისტრატორი დაეხმარება მშობელს/სრულწლოვანს ონლაინ გაიარო ავტორიზაცია/რეგისტრაცია  და დაარეგისტრირო შვილი/შვილები, ან/და საკუთარი თავი; ადგილზე რეგისტრაციის დროს არ ხდება ონლაინ გადახდა!  მშობელი ვალდებულია თან იქონიოს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია და გადახდის ქვითარი. 

    დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

    • არასრულწლოვნის შემთხვევაში - მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი;

    • სრულწლოვნის შემთხვევაში - მოსწავლის პირადობის მოწმობის ასლი;

    • სოციალური დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების მოსწავლეებისათვის – ახალი ამონაწერი სოციალურად დაუცველის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (70 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით);
    • მრავალშვილიანი ოჯახის მოსწავლეებისთვის აუცილებელია მრავალშვილიანობის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა (ცნობას გასცემს იუსტიციის სამინისტროს მომსახურების სააგენტო);
    • შშმ პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან შშმ პირის დამადასტურებელი ცნობა;
    • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა შვილები წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტს.