რეზო დადიანის მემორიალი
რეზო დადიანის მემორიალი
სრულადMay 28, 2022
ეროვნული სასახლის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით მოსწავლეთა 75-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია გაიმართა.
მონაწილეებმა კონფერენციის 10 სექციაში წარმოადგინეს კვლევითი ნაშრომები, რომელთა დიდი ნაწილი მიეძღვნა ,,მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობას და თანამედროვე გლობალური პრობლემური საკითხების გადაჭრას.“
მოსწავლეთა სასწავლო-კვლევითი კონფერენციის მიზანია, მოზარდთა შესაძლებლობების, ნიჭისა და მეცნიერული კვლევა-ანალიტიკის უნარის გამოვლენა.
ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები 12-დან - 18 წლის ჩათვლით. წელს საქართველოს მასშტაბით, შემოვიდა 100-ზე მეტი ნაშრომი, მეორე ეტაპზე, თემის დასაცავად წარმოდგენილი იყო 45-მდე თემის ავტორი.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს მიმართა ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, უსურვა მათ იყვნენ წარმატებული ქვეყნის წარმატებული მოქალაქეები, აღნიშნა, რომ კვლავ დიდია მოსწავლეებისა და მათი პედაგოგების ინტერესი კონფერენციისადმი. მადლობა გადაუხადა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ბრაჭული ,,ძალიან სასიხარულოა, ისეთი ისტორიული კონფერენციის მასპინძლობა SANGU-თვის როგორიც 75-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციაა. წლების წინ მეც ვიყავი ამ კონფერენციის გამარჯვებული და თქვენი აქ ხილვა კიდევ უფრო სასიხარულოა ჩემთვის. ეროვნულ სასახლესთან ერთად არაერთი ერთობლივი საერთო პროექტი განვახორციელეთ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ და ველოდებით თქვენგან საინტერესო პროექტებს და შემოთავაზებებს“
კონფერენციის წარმატებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ პირველი, მეორე ხარისხის დიპლომებითა და სიგელებით.
75-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენციის გამარჯვებულები
სასახლეში მიმდინარე რეაბილიტაციის გამო, კონფერენციას უმასპინძლა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა.
ეროვნული სასახლის ადმინისტრაცია გილოცავთ კონფერენციის წარმატებით დასრულებას და გისურვებთ მორიგ წარმატებას!