რეზო დადიანის მემორიალი
რეზო დადიანის მემორიალი
სრულადOct 21, 2024
ეროვნული სასახლის გუნდმა გულთბილი გაცილება მოუწყო აწ უკვე ყოფილ დირექტორს, ქალბატონ თინათინ რუხაძეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის კულტურისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა.
ქალბატონმა თინათინმა ისაუბრა იმ რვაწლიან საქმიანობაზე, რომელიც მან ეროვნულ სასახლეში გასწია, თანამშრომლებთან, აღსაზრდელებთან ურთიერთობასა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე;
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ დიდ სარესტავრაციო სამუშაოებზე, რომელიც სასახლის სრულ რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.
,,ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო საქართველოში უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნა" - განაცხადა თიკა რუხაძემ და მადლობა გადაუხადა სასახლელებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
მან სასახლის კოლექტივს ახალი დირექტორი წარუდგინა, ქალბატონი - ნინო ყიფიანი, რომელიც ასევე, 2016 წლიდან - ეროვნული სასახლის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
ეროვნული სასახლე მადლობას უხდის ქალბატონ თინათინს გაწეული შრომისთვის და წარმატებებს უსურვებს შემდგომ საქმიანობაში.