2024 წლის 15 თებერვალს, ეროვნულ სასახლეში ტიხრული მინანქრის რიგით მესამე სიმპოზიუმი ტრადიციული გამოფენით დაიხურა.
ღონისძიება, ეროვნული სასახლისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. რომლის მიზანია ახალგაზრდებში მინანქრის, როგორც უძველესი სახელოვნებო დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
სიმპოზიუმის ჩატარების ინიციატორები და ორგანიზატორები არიან, ეროვნული სასახლის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო ,,ჩუქურთმას“ პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მიხეილ ცალქალამანიძე და მხატვარი რუსუდან ცალქალამანიძე.
სიმპოზიუმში 8 ახალგაზრდა ხელოვანი მონაწილეობდა: სესილი ნარუაშვილი, საბა კალანდაძე, მარიამ სექანია, ელენე ჩალაური, თეკლა იმერლიშვილი, ნატალია არავიაშვილი, კესანე კორშია და ანა ცალქალამანიძე.
სიმპოზიუმის მთავარი თემაა „საქართველო და ევროპა“ იყო.
თანამედროვე მინანქრის ნიმუშების კოლექციის შექმნის მიზნით, უკვე მესამე წელიწადია, ნაკეთობები ეროვნული სასახლის მუზეუმს გადაეცემა.
შეგახსენებთ, I და II სიმპოზიუმის თემატიკა ,,ქართულ ანბანს“ ეძღვნებოდა.