11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

მიმართულებები

 

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულება


მიმართულება აერთიანებს სახვითი (ხატვა, ფერწერა, ქანდაკება), დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების (ჭედურობის, გობელენის, ხეზე კვეთის, ძაფითა და მძივით ქარგვის, მაკრამეს, ქსოვისდა ხელოვნებათმცოდნეობის წრეებს.

 

ხატვის, ფერწერის, ქანდაკების, ხელსაქმის სხვადასხვა სახეობის განსხვავებული ტექნიკის თუ ხელოვნებათმცოდნეობის საფუძვლების სწავლების პროგრამა რამდენიმეწლიან კურსს ითვალისწინებსყურადღება გამახვილებულია მოსწავლეებში ხელოვანისათვის აუცილებელი  უნარების გამომუშავებაზე; ცოდნის, მასალის მკაფიოდ და საინტერესოდ გადმოცემაზე, მოზარდებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, კვლევის, დაკვირვების უნარის, გემოვნების, ფანტაზიის განვითარების თუ კულტურული მემკვიდრეობისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ თბილისში არსებულ და დაცულ მატერიალური კულტურის ძეგლებს, მხატვართა სახლ-მუზეუმებს, ესტუმრონ სახელოსნოებს, სამუზეუმო ექსპოზიციებსა თუ გამოფენებს, დაესწრონ ხელოვნების ისტორიის სპეციალისტების საჯარო გამოსვლებსა და ლექციებს.

 

პროგრამული სწავლების თითოეული ეტაპი აღინიშნება ახალბედა ხელოვანთა და ხელოვნების მოყვარულთა მონაწილეობით გამართული გამოფენით, კონფერენციით, შეხვედრით. გამორჩეული ნამუშევრები სასახლის პედაგოგთა და მოწვეულ სპეციალისტთა რეკომენდაციით უფრო ფართო არენაზე გადის, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი  კურსდამთავრებულთა უმრავლესობის სამხატვრო აკადემიაში დაუბრკოლებლად მოწყობასთან დაკავშირებით

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებზე ფუნქციონირებს შემდეგი წრეები

  • ხატვა-ფერწერა  40 ლარი
  • ქანდაკება 40 ლარი
  • გობელინი (უფასო)
  • მაკრამე, მძივით ქარგვა (უფასო)
  • ჭედურობა (უფასო)
  • ხეზე კვეთა (უფასო)
  • კერამიკა 40 ლარი
  • მინანქარი  (უფასო)
  • თოჯინების დეკორაციების დამზადება-აპლიკაცია 40 ლარი
  • ხელოვნებათმცოდნეობა (უფასო)
  • კულინარია 40 ლარი