76 წლის ისტორიის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. 6-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის ეს არის სკოლისგარეშე, დამატებითი განათლების მიღების ადგილი. სასახლე არაფორმალური განათლების ლიდერი ორგანიზაციაა, რომელიც ემსახურება თავისუფალი დროის გონივრული გამოყენებისა და სკოლისშემდგომი დამატებითი განათლების მიღების საქმეს.
დღეისათვის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 4500-მდე მოსწავლეა დარეგისტრირებული.
თავისთავად საინტერესოა სასახლის შენობა, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში აშენდა. იმავე საუკუნის 50-60-იან წლებში არქიტექტორის ოტო სიმონსონის პროექტის მიხედვით სასახლეს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. სასახლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.