11:00-18:00
(+995 32) 299 75 07
info@youthpalace.ge

სიახლეები

სტუდია „პიონერფილმის" და მედიასტუდია „დროს" მოსწავლეები ავსტრიაში
20.07.2017

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმისა" და მედიასტუდია „დროს" მოსწავლეები „პიონერფილმის" ხელმძღვანელის, გრიგოლ ჩიგოგიძის  ხელმძღვანელობით   საზაფხულო აკადემია „KIDS MEDIA HOUSE "  -ში მონაწილეობენ,  რომელიც  ავსტრიული  ორგანიზაციის "ENERGY FOR LIFE"  პროექტია. ტალანტების კონკურსში სასახლის მოსწავლეებმა საზაფხულო აკადემიის  მთავარი ჯილდო - ოქროს ვარსკვლავი მოიპოვეს.

 საზაფხულო აკადემიაში  ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან,  მსახიობებთან, ჟურნალისტებთან,  სასახლის  მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა  მიიღეს კლიპის გადაღებაში, კლასიკური მუსიკის საღამოში.  საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის ორგანიზატორია ავსტრიაში მოღვაწე ჟურნალისტი, ფონდის "ENERGY FOR LIFE"-ის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბეთანიშვილი.