11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

მიმართულებები



სპორტული მიმართულება


მიმართულება ემსახურება მოსწავლეთა ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, მათ ჩამოყალიბებას.

ძლიერი ახალგაზრდა კალათბურთელებისგან იქმნება გუნდები, რომლებიც მონაწილეობენ შეჯიბრებებში თბილისის პირველობაზე (ბავშვთა ლიგა), საქართველოს პირველობაზე (ბავშვთა ლიგა), ზურაბ საკანდელიძისა და დუდუ დადიანის მემორიალის თასზე, ამხანაგურ შეხვედრებზე სხვადასხვა ქალაქში.

საჭადრაკო სკოლის დამწყებ მოჭადრაკეებთან საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეებისათვის ჭადრაკის ელემენტარული წესების შესწავლა, თამაშის ძირითადი პრინციპების გარკვევა.

თანრიგოსან მოჭადრაკეებთან საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეებისათვის თეორიული ცოდნის გაღრმავება, სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის საშუალებით პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება.სასწავლო წლის შედეგები განისაზღვრება თანრიგოსანი მოჭადრაკეების მიერ საქართველოს და თბილისის ჭადრაკის ფედერაციების კალენდრით გათვალისწინებულ ტურნირებში მოპოვებული მედლების რაოდენობით და დამწყები მოჭადრაკეების მიერ 7 და 8 წლამდე გამართულ ტურნირებში მონაწილეობის ინტენსივობით.

 

სპორტულ მიმართულებაზე მოქმედებს შემდეგი წრეები 

  • საჭადრაკო სკოლა 40 ლარი
  • კალათბურთი 50 ლარი
  • მხატვრული ტანვარჯიში 50 ლარი